მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია 3 თვეში მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს

620d061e80a20
ანუკა ჯოხაძე
16.02.22 18:55
1613
თბილისში, მელიქიშვილის გამზირისა და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ არსებული მოედნის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის მერიამ 2022 წლის დასაწყისში ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებზე, რომლებიც 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება, 6.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

როგორც BM.GE-სთან თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიატაციასთან ერთად ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასაც განიხილავენ, რომლის პროექტი ამ ეტაპზე მზადდება და ადგილზე სამუშაოები, სავარაუდოდ, 3 თვეში დაიწყება.

“დაახლოებით, 3 თვეში განვიხილავთ, რომ დავიწყოთ მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია. ამ გამზირის სრული რეაბილიტაცია მოხდება. ასევე, გამზირის რეაბილიტაციასთან ერთად, ფილარმონიის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა. ამ პარკინგის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დოკუმენტაციასაც უახლოეს პერიოდში მოგვაწვდის კომპანია და ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ტენდერს", - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.

ცნობისთვის, დედაქალაქში მიწისქვეშა პარკინგების მოწყობაზე თბილისის მერი 2018 წლიდან საუბრობს. როგორც მაშინ კახა კალაძე ამბობდა, თბილისში მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა 10 ლოკაციაზე განიხილებოდა. ერთ-ერთი, კი რომელზეც ინტერესთა გამოხატვაც გამოცხადდა და კომპანიის დაინტერესებაც მოხდა, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია იყო. ინტერესი ამ ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე კომპანია x2-მა დააფიქსირა, თუმცა პროექტის არარენტაბელურობის გამო მისი განხორციელება გადაიფიქრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები