მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია 400-მდე ვაკანსიას აცხადებს - როგორია სახელფასო პოლიტიკა?

თბილ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შპს "თბილსერვის ჯგუფი" ვაკანსიებს აცხადებს - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, სხვადასხვა პოზიციაზე ჯამში 400-მდე ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი.

"ვაკანსიები არის როგორც დასუფთავების სამსახურში, ისე სანიაღვრე ქსელებისა და გარე განათების მიმართულებით. საერთო ჯამში, სხვადასხვა პოზიციაზე, 398 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი. ვაკანსიების 90% დასუფთავების დეპარტამენტზე მოდის, მათ შორისაა სპეცტექნიკის მძღოლის პოზიციაზე 60-მდე ვაკანსია", - ამბობს დედაქალაქის მერი.

რაც შეეხება სახელფასო პოლიტიკას, კალაძის განცხადებით, ანაზღაურება გამოცხადებულ პოზიციებზე ₾1000-დან ₾2000-მდეა. მერმა აღნიშნა, რომ დიდ მანქანებზე კადრების მოძიება "თბილსერვისს ჯგუფს" უჭირს.

"ხელფასების ოდენობა 1 000-დან 2 000 ლარამდე მერყეობს. „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმების მსურველებს შეუძლიათ, მიმართონ აღნიშნული კომპანიის ოფისებს კახეთის გზატკეცილი N67-ში და ბელიაშვილის ქუჩის N119-121-ში, სადაც შეძლებენ შესაბამისი ანკეტის შევსებას. მართლაც გვიჭირს დიდ მანქანებზე, სპეცტექნიკაზე, მძღოლების პრობლემაა და ამ მიმართულებით, 400-მდე ადამიანის მიღება შეგვიძლია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები