მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერია 4.6 მილიონ ლარად 86 ახალ ავტომობილს ყიდულობს

მუნიციპალური ინსპექცია

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადის თანახმად, თბილისის მერია 4.6 მილიონ ლარად 86 ახალი ავტომობილის შესყიდვას გეგმავს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, 70 ახალ ავტომობილს მიიღებს თბილისის მერიის ადმინისტრაცია, 15 ავტომობილი გადაეცემა "თბილსერვის ჯგუფს", ერთი კი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს.

შესასყიდი ავტომობილების ფასი იქნება ₾48,438; ₾51,339; ₾63,874 და ₾66,220, რაც ნაწილდება კომპლექტაციის და პარამეტრების მიხედვით.

ტენდერში წინადადებების წარდგენა 1 დეკემბერს სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები