თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია იწყება. როგორც ფონდის დირექტორი “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია, რომელიც ფიზიკურ სამუშაოებს ადგილზე სულ ცოტა ხანში დაიწყებს.
გიორგი პაპავას თქმით, პარალელურ რეჟიმში ფონდი ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის დაწყებასაც გეგმავს.
"კონტრაქტორი რამდენიმე დღეში მოახდენს დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციას, გამოცხადებული გვქონდა ტენდერი და გამოვლენილია გამარჯვებული. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნარიყალას ციხის რეაბილიტაციაზე.
რამდენიმე წლის წინ დამუშავდა მარჯვენა ფლიგელი, ღობე და საძირკველი, ხოლო თვითონ სასახლე და ოთახი, რომელიც საძინებელი დანიშნულებით გამოიყენებოდა რეაბილიტაცია არ ჩატარებია. ასევე არ რეაბილიტირებულა მისი სახურავი და აივანი, რომელიც თბილისის იერსახის ნაწილს წარმოადგენს.
ნახევარი მილიონი ლარის არის დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის ღირებულება ნარიყალას ციხის აღემატება 10 მილიონ ლარს”, - აცხადებს გიორგი პაპავა.
როგორც ცნობილია, დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა 2019 წლის ივლისში დაიწყო. პროექტისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.