თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეხმაურებიან სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს.
"აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მგზავრებს ყოველ დღე, 06:00-დან 00:00 საათამდე ემსახურება.
თბილისის მერიასთან დაკავშირებული საკითხების გადამოწმება შესაძლებელია უწყების პრესსამსახურთან. ასევე, შეგიძლიათ, დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22", - აცხადებს თბილისის მერია.
ცნობისთვის, დღეს რუსთაველის გამზირზე "ოცნება" კონტრაქციას გეგმავს, რისთვის რეგიონებიდან საჯარო მოხელეები ჩამოჰყავთ.