მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერია ₾9.4 მლნ-ად 17 ახალ ნაგავმზიდს ყიდულობს

ნაგვის მანქანა

თბილისის მერია ₾9,4 მილიონად 17 ახალ ნაგავმზიდს ყიდულობს. "თბილსერვის ჯგუფის" მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, გათვალისწინებულია 4 ერთეული არანაკლებ 10 მ./კუბის მოცულობის, 6 ერთეული - 15 მ./კუბის და 7 ერთეული არანაკლებ 21 მ./კუბის მოცულობის ნაგავმზიდის შეძენა.

ტენდერი 13 მაისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 11 ივნისს დაიწყება და 16 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 487 278 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ნაგავმზიდი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი (გარბენი არაუმეტეს 5000 კმ), დეფექტების გარეშე, გამოშვების წელი არანაკლებ 2025 წელი, მანქანა და ნაგავშემკრები დანადგარი უნდა იყოს სრულად დაკომპლექტებული ქარხნული წარმოების სტანდარტული დეტალებით, ტესტირებული და მზად ექსპლუატაციისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები