მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია Instagram-სა და Facebook-ზე 70 000 ლარის რეკლამას ყიდულობს

კახა კალაძე

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა გამარტივებული შესყიდვა, რაც მერიის და მუნიციპალური სამსახურების მიერ 2025 წლის განმავლობაში Meta-ს სოციალურ ქსელებზე - Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამის შესყიდვას გულისხმობს.

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო“-ს (ს/ნ 405255165) მიერ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ განთავსებული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჭიროა განხორციელდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობების რეკლამირების მომსახურებით სარგებლობა 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული მომსახურების ექსკლუზიური მომწოდებელია სოციალური ქსელი „ფეისბუქი", - ნათქვამია შესყიდვის აღწერაში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ აღნიშნული შესყიდვის განხორციელების თაობაზე ნებართვა 26 დეკემბრამდე უნდა გასცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები