მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერია მთავრობასთან 200 ავტობუსისთვის თანხის მიღებაზე მოლაპარაკებას მართავს - კალაძე

ავტობუსები

თბილისის მერია 2026 წელს 200 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის შეძენას გეგმავს - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად ფინანსთა სამინისტროსთან პროექტის დაფინანსებისთვის საჭირო რესურსების მოძიებისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სავარაუდოდ, აღნიშნული თანხა 60-70 მილიონი ლარის ფარგლებშია.

"200 ავტობუსის პროექტზე აქტიური საუბარი გვაქვს ფინანსთა სამინისტროსთან გვინდა დამატებით 200 ერთეული ავტობუსის შეძენა და როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას. ქალაქი ვითარდება, ქალაქი იზრდება, გვაქვს ახალი ქუჩები სადაც მუნიციპალიტეტის მხრიდან მნიშვნელოვანია მუნიციპალური სერვისების მიწოდება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში უკვე შესყიდულია 200 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის CNG ავტობუსი; 226 ერთეული 12-მეტრიანი, BMC-ის მარკის CNG ავტობუსი; 175 ერთეული 12-მეტრიანი MAN-ის CNG ავტობუსი; 90 ერთეული 10-მეტრიანი MAN-ის მარკის დიზელზე მომუშავე ავტობუსი; ასევე 400 ერთეული 8-მეტრიანი ISUZU-ის მარკის დიზელზე მომუშავე ავტობუსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები