მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია მზიურის პარკის საბაგიროს აღადგენს

5f34ecf0e0a0c
სალომე მეცხვარიშვილი
12.08.20 09:00
1884
თბილისის მერია მზიურის პარკის საბაგიროს აღადგენს. შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია. თბილისის მერია მზიურის პარკში მდებარე საბაგირო გზის სადგურის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის 720 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს. სახელმწიფო ტენდერში წინადადებების მიღება 26 აგვისტოს სრულდება.

“სამუშაოების მიზანია ყოფილი საბაგირო გზის სადგურმა შეიძინოს ახალი სიცოცხლე და გარდაიქმნას კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებად.
მიმწოდებელს, გადაეცემა საინიციატივო ჯგუფის მიერ შედგენილი კონცეპტუალური (რეკონსტრუქცია-ადაპტაციის) პროექტი, რომლისგანაც უნდა გამომდინარეობდეს სრული საპროექტო დოკუმენტაცია და უნდა მოიცავდეს შენობის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოებს, ფასადის მოწყობის სამუშაოებს, შიდა სარემონტო სამუშაოებს, წყალგაყვანილობის მოწყობის სამუშაოებს, გაგრილებისა და გათბობის მოწყობის სამუშაოებს და ელ. სამონტაჟო სამუშაოებს.

აგრეთვე მიმწოდებელმა დამკვეთთან შეთანხმებით უნდა წარმოადგინოს შენობაში გასათავსებელი ტექნიკისა და ფურნიტურის ნუსხა შესაბამისი რაოდენობებითა და სფეციფიკაციებით. პროექტირების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს საინიციატივო ჯგუფის მუდმივი ჩართულობით და საბოლოო პროექტი წარმოდგენამდე წერილობით უნდა იყოს შეთანხმებული საინიციატივო ჯგუფთან”,- ნათქვამია დოკუმენტაციაში.