მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია უსახლკარო ოჯახებისთვის 80-მდე ბინის შეძენას გეგმავს - ბიუჯეტი 5 მლნ-ია

63ce9a92b4bdb
BM.GE
23.01.23 18:43
1079
თბილისის მერია წელს უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებისთვის 80-მდე ბინის შეძენას გეგმავს. პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია. ინფორმაცია თავად მერიამ დღეს გაავრცელა. bm.ge უწყებისგან პროგრამის დეტალებით დაინტერესდა.

როგორც მერიაში გვითხრეს, პროგრამის ფარგლებში 2022 წლის ბიუჯეტი განსაზღვრული იყო 5,000,000 (ხუთი მილიონი) ლარით და ჯამში 56 ბინის შესყიდვა განხორციელდა.

„2023 წლის პროგრამის წლიური ბიუჯეტი განსაზღვრულია კიდევ 5,000,000 (ხუთი მილიონი) ლარით. პროგრამის მოქმედება გრძელდება შეუფერხებლად. 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულია დაახლოებით 80 ბინის შეძენა, თუმცა აღნიშნულის განხორციელება დამოკიდებულია დოლარის კურსის ცვალებადობაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განხილულ იქნას ბიუჯეტის გაზრდა. საცხოვრებელი ფართის შეძენისას არ არის განსაზღვრული უბანი, საცხოვრებელი ბინის 1 კვ.მ-ის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 750 აშშ დოლარს“, - განმარტავენ მერიაში.

მათი განმარტებით, პროგრამა ითვალისწინებს თბილისის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების/ოჯახების რეგისტრაციას და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფას.

კითხვაზე, როგორ განისაზღვრება თუ ვინ მიიღებს საცხოვრებელს, მერიაში პასუხობენ: „უსახლკაროს სტატუსის მინიჭების შემდეგ, ხდება პირის/ოჯახის შეფასება ქულათა შესაბამისი სისტემით. ქულების მიხედვით განისაზღვრება თავშესაფრით/საცხოვრისის დაკმაყოფილების რიგითობა. ქულათა მინიჭების სისტემა დამტკიცებულია საკრებულოს დადგენილებით #37-14“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები