მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია ვაკეში წრიული სკამების დადგმას გეგმავს

62051e9788f90
BM.GE
10.02.22 18:26
2156
ვაკის რაიონის გამგეობამ უბანში არსებული სკვერების რეაბილიტაციისთვის 1,200,000 ლარის ღირებულებით ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის შედეგად, რაიონში ახალი დასასვენებელი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს. პროექტში შედის ახალი სკამების მონტაჟი, ასევე ნაგვის ურნების გამოცვლა, ღია სატრენაჟორო სივრცის მოწყობა, ბავშვების სათამაშო პარკის აღჭურვა და ახალი განათებების მონტაჟი.

ჩვეულებრივ ხის სკამებთან ერთად, ვაკის რაიონის გამგეობა წრიული სკამების მონტაჟსაც გეგმავს, რომელთა ესკიზებიც სატენდერო დოკუმენტაციაში არის აღწერილი. საფასო ცხრილში მითითებულია, რომ სულ სამი წრიული სკამი უნდა დაიდგას, რომელთა მონტაჟის საერთო ღირებულება 2550 ლარია.

სკვერების რეაბილიტაციის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანიებს საკუთარი განაცხადის დაფიქსირება 25 თებერვლიდან 2 მარტის შუალედშუ ექნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები