მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიამ ცხრა თვეში ₾97.3 მილიონის ჯარიმები აკრიფა

ჯარიმები

დედაქალაქის მერიამ 2024 წლის 9 თვეში 97 301 მილიონი ლარის ჯარიმები აკრიფა.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ეს გეგმის გადაჭარბებით, 117.6%-ით შესრულებაა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.3 მლნ ლარით მეტია.

მათ შორის:

  1. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებისთვის - 46.1 მლნ ლარი;
  2. პარკირების წესის დარღვევისთვის - 13.6 მლნ ლარი;
  3. ავტომობილის გაჩერების წესების დარღვევისთვის - 12.3 მლნ ლარი;
  4. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების გამო - 6.5 მლნ ლარი;
  5. ტაქსით საქმიანობის ნებართვის წესების დარღვევისთვის - 2.5 მლნ ლარი;
  6. ავტობუსის ზოლში მოძრაობის წესის დარღვევისთვის - 2.3 მლნ ლარი;
  7. უბილეთო მგზავრობისთვის - 2.3 მლნ ლარი;
  8. დასუფთავების წესის დარღვევისთვის - 784.4 ათასი ლარი.

შედარებით მცირეა სხვა დარღვევებისთვის გამოწერილი ჯარიმები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები