თბილისის მერიის ინფორმაციით, 2019-2023 წლებში დედაქალაქში 85 ათასამდე ხე დაირგო. BMG-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე 20 ათასზე მეტი ხის დარგვა იგეგმება. აქვე მერიაში ირწმუნებიან, რომ დედაქალაქში გარდა ხეებისა 2019-2023 წლების პერიოდში, დაირგო რამდენიმე ასეული ათასი დიდი ზომის ბუჩქი და ბალახოვანი მცენარე.
სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია:
2019 წელს დაირგო 12 800 ძირი მაღალტანოვანი ( სიმაღლე 3მ და ზევით) და 7600 ძირი დაბალტანოვანი ( სიმაღლე 1,2 მ) ხე.
2020 წელს დაირგო 7 164 ძირი მაღალტანოვანი ( სიმაღლე 3მ და ზევით) და 9460 ძირი დაბალტანოვანი ( სიმაღლე 1,5 მ) ხე.
2021 წელს დაირგო 6 683 ძირი მაღალტანოვანი ( სიმაღლე 3მ და ზევით) და 10765 ძირი დაბალტანოვანი ( სიმაღლე 1,5 მ) ხე.
2022 წელს დაირგო 12 741 ძირი მაღალტანოვანი ( სიმაღლე 3მ და ზევით) და 13579 ძირი დაბალტანოვანი ( სიმაღლე 1,5 მ) ხე.
2023 წელს გამწვანების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ამ ეტაპზე დაირგო 3 240 ძირი მაღალტანოვანი (სიმაღლე 3მ და ზევით) ხე, ასევე წლის ბოლომდე იგეგმება 6715 ძირი მაღალტანოვანი (სიმაღლე 3მ და ზევით) და 16776 ძირი დაბალტანოვანი ( სიმაღლე 0,8 მ) ხის დარგვა.
რაც შეეხება ხარჯებს:
2019 წელს ხეების დარგვისათვის დაიხარჯა - 7245196 ლარი.
2020 წელს ხეების დარგვისათვის დაიხარჯა - 4 868 021, 70 ლარი.
2021 წელს ხეების დარგვისათვის დაიხარჯა - 6 393 636, 97 ლარი.
2022 წელს ხეების დარგვისათვის დაიხარჯა - 6 832 180, 90 ლარი.
2023 წელს ხეების დარგვისათვის დაიხარჯება - 8 478 951, 00 ლარი.
ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია დავით ნარმანიას მერობის პერიოდში 2016 წელს დარგული მილიონი ხიდან რამდენი გახმა და რამდენმა გაიხარა, რაზეც მერიაში ამ ამბობენ, რომ გამხმარი ხეები მეორე წელსვე ჩანაცვლდა ახლით, მათი მოვლა კი 2021 წლამდე მიმდინარეობდა, რაც საკმარისი დროა იმისთვის, რათა ხეები გარემოსთან ადაპტირდნენ.
რაც შეეხება ჯიშებს:
დედაქალაქის ტერიტორიაზე ირგვება - აკაკის, თელის, არღავანის, ზეთის ხილის ხის, წაბლის, ნაძვის, კედრის, ვერხვის, მუხის, ტირიფის, სოფორას, სოჭის, ალბიციას, ხეტიტას, ნუშის, ხერკინას, იფანის, კვიპაროსის, გინკოს, ძელქვას, ვაშლის, ნეკერჩხლის, ჭადრის, მსხლის, მელიას, ცაცხვის, ამბრის ხის, უნაყოფო თუთის, ფიჭვის და სხვა სახეობის ნერგები.
დარგული ნერგების მოვლა-პატრონობას ახორციელებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“. ნერგების დარგვიდან ერთი წლის განმავლობაში გახმობის შემთხვევაში, ხმელ ნერგებს კონტრაქტორი კომპანია საკუთარი სახსრებით ანაცვლებს ახლით (ჯანსაღით).
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დედაქალაქის ყველა რაიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები.