მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიის ინფორმაციით, წყალმომარაგება სრულად, მაქსიმუმ ერთი კვირაში აღდგება

GWP

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წყალმომარაგება სრულად მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდება. ამის შესახებ ბენდელიანმა თბილისის მერისა და კომპანია GWP-ის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სამუშაო შეხვედრა შედგა, სადაც მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

„მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყალმომარაგება შეფერხებით მიეწოდება, ამის მიზეზი არის საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესები, რამაც დააზიანა სასმელი წყლის მაგისტრალი. ბუნებრივია, თავიდანვე, როცა ეს ფაქტი დადგა, მოხდა რეაგირება კომპანიის მხრიდან. შესაბამისი ჯგუფები ადგილზე მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში. დღეის მდგომარეობით, 63 ათას აბონენტს გრაფიკით მიეწოდება სასმელი წყალი. გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეზერვუარების საშუალებით წყლის მიწოდება. თვითონ ეს 63 ათასი აბონენტი მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე მიიღებს გრაფიკით სასმელ წყალს. სწორედ ეს ვადა იქნება საჭირო, რომ სრულად აღდგეს მიმდინარე არსებული მდგომარეობა“, - განაცხადა ბენდელიანმა.

ინფორმაციისთვის, სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. შემთხვევა 17 ივნისს მოხდა. მას შემდეგ დედაქალაქის და მცხეთის მცხოვრებლების ნაწილს წყალი გრაფიკით ან საერთოდ არ მიეწოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები