მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერის მოადგილე - "მოსაწყობია ავტობუსის გადაჯდომის ჰაბები"

5e6383faea192
თამთა ჯიჯავაძე
07.03.20 15:40
1700
ავტობუსების საერთო რაოდენობას ვზრდით დაახლოებით 837-მდე, სამაგიეროდ იზრდება ავტობუსების მოცულობაც ანუ მგზავრთა ნაკადის გადაყვანის ბევრად დიდი პოტენციალი ექნება ახალ ავტობუსებს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ გადაცემა BMGDRIVE-ში განაცხადა. მისი თქმით, თუ დღეს 40 000 მგზავრის გადაყვანის უნარი აქვთ ავტობუსებს თბილისში, სამომავლოდ ისინი გადაიყვანენ დაახლოებით 80 000-90 000 ადამიანს დღის განმავლობაში.

„ეს იმის ხარჯზე, რომ გვეყოლება მეტი 12-მეტრიანი ავტობუსი და გვეყოლება 18-მეტრიანი დაახლოებით 180 ავტობუსი, რომლებიც ივლიან ძირითად დერეფნებზე. პეკინზე, კოსტავას გავლით, შემდგომ რუსთაველი, ჭავჭავაძე, წერეთელი, ხიზანიშვილი, ვეკუა - ყველგან ივლის 18-მეტრიანი ავტობუსი... სატესტო უკვე დადის... იდენტიფიცრებული გვაქვს მთელ ათ ძირითად დერეფანზე, რომელიც ათეულობით კილომეტრია, ყველა ის მონაკვეთი, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები არის განსახორციელებული.

მთავარი მიზანი არის, რომ ყველა ავტობუსს ჰქონდეს თავისი სავალი ნაწილი. ხოლო როდესაც დიდ ავტობუსზე ვსაუბრობთ, მისი მოხვევის დიამეტრის გათვალისწინებით, ავტობუსის გაჩერებაა მოსაწესრიგებელი, ზოგგან ტროტუარი არის გასაგანიერებელი, დასავიწროვებელი და მოსაწყობია ავტობუსის გადაჯდომის ჰაბები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერის მოადგილემ ასევე ისაუბრა ავტობუსის მოსვლის 7-10-წუთიან ინტერვალებზეც.

„ 7-10-წუთიან ინტერვალს ძირითადად დერეფნებზე 18-მტრიანი ავტობუსისთვის მაშინ ვაღწევთ, თუ ისინი შეუფერხებლად გადაადგილდებიან. ამას უზრუნველყოფს სამი რამ - ეს არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ის რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია შესაბამისი ბასლაინებით, მოწესრიგებულია ავტობუსების გაჩერებები და არსებობს ელექტრონული მართვის ჭკვიანი სისტემა, რომელიც ნებისმიერი შეფერხების დროს წითელს აუნთება ავტომობილს, რომელიც კვეთს, და შეიძლება კვეთდეს...[სისტემა] პრიორიტეტს მიანიჭებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, იმიტომ რომ ის თავის დროზე უნდა მივიდეს ავტობუსის გაჩერებაზე“, - განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის დაახლოებით 1.5-2 წელია საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები