თბილისის მეტროსთვის 97 ერთეული ვაგონის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა. კახა კალაძის თქმით, ვაგონების პირველი პარტიის მიღება 2026 წლის ბოლოდან იგეგმება. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 22 მატარებლის შემოყვანის პროცესი 2030 წელს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თბილისის მერია მეტროს ვაგონების შეძენას რუსული კომპანიისგან ცდილობდა, რომელთანაც საბოლოოდ ხელშეკრულება გაწყდა. რა წერია ახალ სატენდერო პირობებში და რა პერიოდი დასჭირდება ვაგონების ჩანაცვლებას?