მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისის მეტროს“ პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა ფორუმი მიმდინარეობს

ფორუმი

„თბილისის მეტროს“ პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება, რომელიც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გახსნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გრანტის მხარდაჭერით, „მწვანე კლიმატის ფონდის“ მეშვეობითაა ორგანიზებული.

ფორუმზე განიხილება თბილისის მერიის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები.

ღონისძიების მონაწილეები, ასევე, იმსჯელებენ მგზავრთა საჭიროებებზე, არსებულ გამოწვევებსა და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებასთან და მისი პოლიტიკის ფორმულირებასთან.

ფორუმში სხვადასხვა საერთაშორისო - საფინანსო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები მონაწილეობენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები