თბილისის მეტროს „საბურთალოს“ ხაზზე მოძრაობა აღდგა - ამის შესახებ Bm.ge-ს სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროპოლიტენის მეორე, საბურთალოს ხაზი მგზავრების მომსახურებას ვერ ახერხებდა. გავრცელებული ინფორმაციით, მეტრის მუშაობა ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხდა.