თბილისის მეტროპოლიტენის მეორე, საბურთალოს ხაზი მგზავრების მომსახურებას ვერ ახერხებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეტრის მუშაობა ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ხარვეზის გამოსასწორებლად ადგილზე სამუშაო ჯგუფი უკვე მივიდა.