მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მოსახლეობა 1.4 მილიონს მიუახლოვდა, ბათუმმა კი 246,300 მოსახლეს გადააჭარბა - სადაა კლება

თბილისი

საქსტატმა 2026 წლის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობა გასულ წელს 10,700 ადამიანით გაიზარდა და 3.94 მილიონს მიაღწია. ანგარიშის თანახმად, ზრდა ძირითადად თბილისსა და ბათუმს შეეხება, ხოლო შემცირება ყველაზე მკვეთრია იმერეთის რეგიონში.

უფრო დეტალურად - თბილისის მოსახლეობა წინა წელთან შედარებით 33.7 ათასით გაიზარდა და მან 1.37 მილიონს მიაღწია, ბათუმში კი მატება 9,500 იყო, შედეგად ქალაქის მოსახლეობამ 246,300-ს მიაღწია. იმერეთში კი მოსახლეობა 16,100-ით შემცირდა 492,500-მდე. ასევე მოსახლეობამ იკლო კახეთში; მცხეთა-მთიანეთში; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში; სამეგრელო-ზემო სვანეთში; ქვემო ქართლში; შიდა ქართლსა და გურიაში.

რეგიონებში მოსახლეობის კლების ტენდენცია კიდევ უფრო თვალსაჩინოა, თუკი ბოლო 10-წლიან ტენდენციას შევხედავთ - იმერეთის მოსახლეობა ამ პერიოდში 21,900-ით შემცირდა; კახეთის 15,900-ით; სამეგრელო-ზემო სვანეთის 26,400-ით, შიდა ქართლის კი 12,000-ით. ამასთან, 10-წლიან ჭრილში აჭარის მოსახლეობა 70,200-ით გაიზარდა, თბილისის კი 223,900-ით.

საქართველოს რეგიონი მოსახლეობის რაოდენობა 2026 წლის მდგომარეობით ზრდა/კლება 2016 წელთან შედარებით ზრდა/კლება პროცენტულად
თბილისი 1.369 მლნ ადამიანი +223.9 ათასი ადამიანი; +20%
იმერეთი 492.5 ათასი ადამიანი; -21.9 ათასი ადამიანი; -4%
ქვემო ქართლი 440.1 ათასი ადამიანი; +10.4 ათასი ადამიანი; +2%
აჭარა 413.2 ათასი ადამიანი; +70.2 ათასი ადამიანი; +20%
კახეთი 300.0 ათასი ადამიანი; -15.9 ათასი ადამიანი; -5%
სამეგრელო-ზემო სვანეთი 297.8 ათასი ადამიანი; -26.4 ათასი ადამიანი; -8%
შიდა ქართლი 248.4 ათასი ადამიანი; -12.0 ათასი ადამიანი; -5%
სამცხე-ჯავახეთი 155.5 ათასი ადამიანი; -1.7 ათასი ადამიანი; -1%
გურია 101.6 ათასი ადამიანი; -9.9 ათასი ადამიანი; -9%
მცხეთა-მთიანეთი 93.2 ათასი ადამიანი; -0.7 ათასი ადამიანი; -1%
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 29.5 ათასი ადამიანი. -1.3 ათასი ადამიანი. -4%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები