მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მოსახლეობა 40 ათასით გაიზარდა

644a89ebd097e
შოთა ტყეშელაშვილი
27.04.23 23:50
9005

გამოქვეყნდა საქართველოს მოსახლეობის სტატისტიკა 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3,736,400 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 1.3%-ით მეტია. მოსახლეობის ზრდის ერთადერთი მიზეზი საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის მიგრაცია იყო - სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 180 ათასი იმიგრანტი შემოვიდა, ემიგრანტების რაოდენობა კი 125 ათასი იყო. შედეგად, დადებითი მიგრაციული სალდო 55 ათასს შეადგენდა.

მოსახლეობის ზრდა ყველაზე მეტად თბილისში აისახა, რომლის მოსახლეობაც 40 ათასი ადამიანით გაიზარდა. საქსტატის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის მიხედვით, მეორე ადგილზეა იმერეთი, მესამეზე კი - აჭარა.

● თბილისი - 1,241,700 ადამიანი, სხვაობა წინა წელთან 39,900 ადამიანი
● იმერეთი - 463,100 ადამიანი, სხვაობა წინა წელთან -3,500 ადამიანი
● ქვემო ქართლი - 442,800 ადამიანი, სხვაობა წინა წელთან 8,300 ადამიანი
● აჭარის არ - 361,400 ადამიანი, სხვაობა წინა წელთან 5,900 ადამიანი
● კახეთი - 306,200 ადამიანი, სხვაობა წინა წელთან 1,300 ადამიანი
● სამეგრელო-ზემო სვანეთი - 299,300 ადამიანი, სხვაობა წინა წელთან -1,900 ადამიანი
● შიდა ქართლი - 249,800 ადამიანი, სხვაობა წინა წელთან -700 ადამიანი
● სამცხე-ჯავახეთი - 147,400 ადამიანი, სხვაობა წინა წელთან -900 ადამიანი
● გურია - 104,300 ადამიანი, სხვაობა წინა წელთან -1,000 ადამიანი
● მცხეთა-მთიანეთი - 93,300 ადამიანი, სხვაობა წინა წელთან 900 ადამიანი
● რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27,100 ადამიანი, სხვაობა წინა წელთან -500 ადამიანი.

თუ გაინტერესებთ ახალი ამბები ბიზნესში და გსურთ, რომ ინფორმაცია პირველმა მიიღოთ, თვალი ადევნეთ BMG-ის პლატფორმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები