მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას ახალი დირექტორი ჰყავს

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია
04.12.24 12:17
768

შსს-სა და ჯანდაცვის შემდეგ ალექსანდრე კუტიბაშვილი თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან კუტიბაშვილს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

"თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა ალექსანდრე კუტიბაშვილი. იგი პროფესიით ეკონომისტია, 2022-2024 წლებში იკავებდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობას, მანამდე მუშაობდა შსს-ს ლოგისტიკის დეპარტამენტის დირექტორად. წლების განმავლობაში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ასევე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ალექსანდრეს მინდა წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ ის გამოწვევები და პრობლემები რაც დღეს დედაქალაქშია ერთად გადავლახავთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები