თბილისის პარალელურად აქცია ქუთაისში და ბათუმში იმართება.
მომიტინგეებმა ბათუმში რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად, ბათუმის მთავარი შესასვლელი რამდენიმე წუთით გადაკეტეს. შემდეგ გადაიკეტა ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები.
აქცია იმართება ქუთაისშიც. შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ გუშინ დაკავებულ აქტივისტებს და გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, არ დაუშვებენ ქვეყნის გარუსებას და პროტესტი გაგრძელება.
მოქალაქეები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერებას გულისხმობს.