დღეს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, წინაუბნის, ალექსანდრე ბასილაიას, კიტა ბუაჩიძის, კოსტავას, ტუსკიას, ქარელის, იყალთოს, ვიქტორ დოლიძის, პანკისის, ბახტრიონის, სიმონ ჩიქოვანის, ლიხაურის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის და თეიმურაზ პირველის ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, მიხეილ თამარაშვილის და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჩიტაძის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ცხემის, შევჩენკოს, ზურაბ ჟვანიას, ორბელიანის და ლაღიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.




























