საქართველოში, საახალწლო ღონისძიებები დეკემბრის ბოლოდან 14 იანვრამდე გრძელდება. იქამდე კი ყველა დიდი ქალაქის ქუჩები სადღესასწაულოდ ირთვება.
დეკემბრის შუა რიცხვებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ქვეყნის მთავარი ნაძვისხე საზეიმოდ ინთება და ეს სანახაობა ღია ცის ქვეშ კონცერტით გრძელდება.
დედაქალაქში სხვადასხვა ადგილას: ვარდების მოედანზე, ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, რუსთაველის გამზირზე, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში საახალწლო სოფელი“ ეწყობა, რაც ტურისტებისთვის მნიშვნელოვანი სანახაობების ჩამონათვალში აუცილებლად შედის.
საახალწლო პერიოდში, თბილისის მონახულება შემომყვან ტურიზმში, წელსაც აქტუალურია, როგორც “არტ თრეველის” დამფუძნებელი, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანას, ტრადიციულად მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრობენ, თუმცა წლევანდელი წელი განსაკუთრებით გერმანელმა ტურისტებმა აითვისეს.
“საკმაოდ აქტიური მოთხოვნაა თბილისის საშობაო ბაზრობების მონახულება.როგორც შემომყვან ტურისტებზე, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან. საკმაოდ ბევრი ტურისტის მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ ამ მხრივ და ისეთი მოწინავე ქალაქების გვერდით ვართ, როგორიც ვენა და პრაღაა.
ძირითადად, როგორც ყოველ წელს, მეზობელი ქვეყნებიდან გვსტუმრობენ და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წელს ლიდერობს გერმანიაც, გერმანელებს ძალიან აინტერესებთ საშობაოდ მორთული თბილისი და გეგმავენ საახალწლო პერიოდის ჩვენთან გატარებას, რაც სასიხარულოა,” - ამბობს ანასტასია გაბუნია.