ისევ გრძელდება სასამართლო პროცესი. ჯერ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არ გადავსულვართ - წელს საია-ს ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე Facebook-ის პირად გვერდზე.
მისი ინფორმაციით, განხილვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და დილის 06:33 საათზე 20 წუთიანი შესვენება გამოცხადდა. ღამის 02:30- საათისთვის გამოქვეყნებულ პოსტში კი ქურდოვანიძე წერს, რომ პროცესის დაწყებისას მოსარჩელის მოთხოვნა საქმეების გამიჯვნის შესახებ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა იმ არგუმენტით რომ განხილვის ბოლო ინსტანციაში ერთგვაროვანი საქმეების გამიჯვნა სწორი არ იქნებოდა. საია-ს ხელმძღვანელის შეფასებით, ამგვარად მოსამართლემ აღიარა, რომ ალბათობა იმის, რომ სხვადასხვა მოსამართლის მხრიდან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ალბათობა არსებობდა.
„დღეს (უკვე გუშინ) თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააერთიანა საია-ს 12 საქმე (40-მდე ოლქის წინააღმდეგ) და კოალიცია ,,ჩემი ხმის“ საქმეები.
პროცესის დაწყებისას, ვიშუამდგომლეთ, რომ საქმეები გამიჯნულიყო, რადგან ამ მოცულობის საქმეების ერთ საქმედ გაერთიანება არ იყო გონივრული და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას გამოიწვევდა. ასევე დავსვით კითხვები, როდესაც საჩივრები თავდაპირველად სხვადასხვა მოსამართლეს დაეწერა, რატომ მოხდა მათი გაერთიანება.
დიმიტრი გვრიტიშვილმა გვიპასუხა, რომ რადგან სააპელაციო სასამართლო საარჩევნო დავების განმხილველი ბოლო ინსტანციაა, არ იქნებოდა სწორი, ერთგვაროვან მოთხოვნებზე სხვადასხვა მოსამართლეს მიეღო გადაწყვეტილება, რადგან პრაქტიკა სხვადასხვაგვარი ვერ იქნებაო. ამით ფაქტობრივად აღიარა, რომ სხვადასხვა მოსამართლესთან ამ საქმეების განხილვისას ალბათობა, რომ განსხვავებული გადაწყვეტილებები მიგვეღო, არსებობდა.
ახლა, როდესაც ეს პროცესი ჯერ ისევ გრძელდება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ დასავლეთ საქართველოში ხმის ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა.
რა თქმა უნდა, სისტემა არ დაუშვებს, რომ განსხვავებული პრაქტიკა არსებობდეს დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს სააპელაციო სასამართლოების დონეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებაც გამოცხადებულია. თუმცა, ფორმალურად პროცესი გრძელდება და მივყვებით ეტაპებს“, - წერს ქურდოვანიძე.