მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება - ეტაპები და ვადები

საბავშვო ბაღი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაციის პროცესი 6 ივლისიდან დაიწყება - ამის შესახებ ცნობილი დედაქალაქის მთავრობის სხდომიდან გახდა.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეგისტრაცია ელექტრონულად, სამ ეტაპად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge

რეგისტრაციის ეტაპები და ვადები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველი ეტაპი - მიზნობრივი ჯგუფები

პირველი ეტაპი დაიწყება 6 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 12 ივლისის 00:00 საათამდე. ამ პერიოდში რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი კატეგორიის ბავშვები:

  • თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;
  • თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
  • თბილისში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;
  • თბილისში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;
  • სამხედრო მოსამსახურეთა შვილები;
  • იმ ბავშვების დედმამიშვილები, რომლებიც უკვე სწავლობენ იმავე ბაღში;
  • ბაღების თანამშრომელთა შვილები.

მეორე ეტაპი - თბილისში რეგისტრირებული ბავშვები

მეორე ეტაპი დაიწყება 13 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 19 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებენ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.

მესამე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია

მესამე ეტაპი დაიწყება 20 ივლისს, 10:00 საათზე. ეს არის საყოველთაო რეგისტრაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი, მათი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად.

დამატებითი და დეტალური ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე ან თბილისის მერიის ცხელი ხაზის მეშვეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები