მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებმა იკლო - TBC Capital

60b0ead4f3a92
ვიქტორია მღებრიშვილი
29.05.21 11:45
1342
"თიბისი კაპიტალის" ეკონომიკის აღდგენის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებმა იკლო.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ახალი გაცემული იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი უარყოფით ნიშნულზეა და 1-23 მაისის პერიოდში -6% შეადგინა, ხოლო თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებმა იკლო და ტრანზაქციების ზრდის მაჩვენებელი, 1-20 მაისის პერიოდში -34%-მდე შემცირდა (დაახლ 2 x წ/წ ზრდა).

"თიბისი კაპიტალში" თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვების შემცირებას ხსნიან და აღნიშნავენ, რომ ეს 2019 წლის მაისში მაღალი საბაზო ეფექტითაა განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები