მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ტერიტორია დაატოვებინეს - სუსის კომენტარი

სს

რამდენიმე წუთის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში მყოფ მგზავრებს შიდა სივრცე დაატოვებინეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ევაკუაცია გამოცხადდა.

როგორც ერთ-ერთმა მგზავრმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, ევაკუაციის შესახებ აეროპორტის ტერიტორიაზე ხმოვანი შეტყობინებით გამოაცხადეს, თანამშრომლებმა კი მგზავრები გარეთ გაიყვანეს.

Bm.ge საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებენ.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებს. სულ ეს იქნება, მეტი არც არაფერი არ არის", - გვითხრეს სუს-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები