მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება - ინვესტიცია ₾2.2 მილიონია

მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის, აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდისა და რიგების შემცირების მიზნით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია "ტავ ჯორჯია" კიდევ ერთ პროექტს იწყებს. საპასპორტო კონტროლისა და საავიაციო უშიშროების შემოწმების ზონების გასაფართოებლად, 23 ოქტომბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება. პროექტი გულისხმობს ესკალატორებთან მდებარე ღიობების ნაწილობრივ ამოვსებას, რის შედეგადაც, დამატებით 220 კვადრატული მეტრის სივრცე გაჩნდება. შესაბამისად, პასპორტის კონტროლის ჯიხურების რაოდენობა გაიზრდება. პროექტი, რომელშიც ტავ ჯორჯია 2 200 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას დებს, 2024 წლის თებერვალში დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები