მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდმა ფესტივალი "ქართული პანორამა" გააუქმა

ფესტივალი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდმა ფესტივალი "ქართული პანორამა" გააუქმა და მაყურებელს საპროტესტო აქციებზე გასვლისკენ მოუწოდა.

თბილისის 25 -ე საერთაშორისო კინოფესტივალი 1-ელ დეკემბერს უნდა გახსნილიყო, კინოთეატრ „ამირანში“, ტატო კოტეტიშვილის ფილმით: „წმინდა ელექტროენერგია“. 8 დღის განმავლობაში, კინოთეატრი “ამირანი" კინომოყვარულთა თავშეყრის ადგილად უნდა ქცეულიყო, თუმცა გუნდმა განცხადება გააკეთა და მსვლელობით საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ გადაინაცვლა.

"ვეუბნები დიდ მადლობას, ვინც დღეს მოვიდა და შემოგვიერთდა. დღეს უნდა შემდგარიყო თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საზეიმო გახსნა, ტატო კოტეტიშვილის ფილმით, „წმინდა ელექტროენერგია“. სამწუხაროდ, იმ სიტუაციის გამო, რომელიც შეიქმნა ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობით, ჩვენ ვერ ვატარებთ ფესტივალს იმ მასშტაბით, როგორიც იყო ჩაფიქრებული. "ქართული პანორამა" მთლიანად გაუქმებულია, ფესტივალის გუნდის და ქართველი რეჟისორების გადაწყვეტილებით, რადგან მაშინ როდესაც ქალაქის ცენტრში იმართება მასშტაბური, მასობრივი აქციები, რომლებიც საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებას ითხოვენ, რომლებიც ითხოვენ არჩევნების შედეგების გაუქმებას და რომლებსაც დევნიან, სასტიკად არბევენ , ამ დროს ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, რომ ვიზეიმოთ. თუმცა, კინო როგორც ასეთი არის ინსტრუმენტი იდეოლოგიური, პოლიტიკური ბრძოლისთვის. ჩვენ ფილმების ნაწილს აუცილებლად ვაჩვენებთ. ეს არის ჩვენი საერთაშორისო პროგრამა, ხოლო რაც შეეხება ქართულ ფილმებს, ისინი ამოღებულია", - აცხადებს ფესტივალის ორგანიზატორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები