მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თბილისის სასტუმროები დიდ გასაჭირში არიან” – Alliance Palace Batumi

5f3a96e437092
თათია ჩაფიჩაძე
17.08.20 21:03
1584
Alliance Palace Batumi-ის გაყიდვების ხელმძღვანელის გიორგი დოლიძის პროგნოზით, რეგიონების სასტუმროები წელს 50-60%-იანი დატვირთულობით დახურავენ, თბილისის სასტუმროებში კი ვარდნა გაცილებით დრამატული იქნება.

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები საზღვრების გახსნის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ და აცხადებენ, რომ საერთაშორისო მოგზაურების გარეშე სექტორი თავის შენახვასაც ვერ შეძლებს.

“საზღვრების გახსნა უმნიშვნელოვანესია ტურიზმის სფეროს ხელახალი განვითარებისთვის და იმ ნიშნულამდე დაბრუნებისთვის, რაც პანდემიამდე იყო. უცხოელი ტურისტების გარეშე სასტუმროების მუშაობა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. განსაკუთრებით ეს ეხება თბილისის სასტუმროებს, რომლებიც ძალიან დიდ გასაჭირში არიან. თბილისი მიბმულია საერთაშორისო ვიზიტორებს, ამიტომ ვარდნა გაცილებით დიდი იქნება.

რაც შეეხება რეგიონებს, აქ სასტუმროები წელს, სავარაუდოდ, 50-60%-იანი დატვირთულობით დახურავენ.

მოგებაზე ცხადია საუბარი არ არის, წელი ტურიზმისთვის ჩავარდნილია, თუმცა შაბათ-კვირის და სეზონურობის ხარჯზე, რეგიონებში არსებული დიდი სასტუმროები დასაქმებულების შენარჩუნებას და ხარჯების დაფარვას ახერხებენ. რეგიონების მუშაობაში თბილისის სასტუმროების თანამშრომლებიც გვეხმარებიან, არსებული ფონის გამო, ნაწილი რეგიონებში გადანაწილდნენ”, - განაცხადა Alliance Palace Batumi-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა გიორგი დოლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები