მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა - რა გეგმები აქვს მერიას?

BM.GE
29.11.22 15:40
310
10 სატრანსპორტო დერეფნის მოწყობა/დასრულება, 2023 წლიდან ახალი 18 მეტრიანი ავტობუსების შეძენა, მეტროპოლიტენის განახლება და ახალი 40 ვაგონის დამატება, ნაკადების ავტომატიზებული სისტემის გაშვება - ეს ის ღონისძიებებია რასაც თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ახალი ეტაპი მოიაზრებს. თბილისის მერმა დღეს ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის დაწყება კიდევ ერთხელ დააანონსა. კახა კალაძემ დღეს სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგები და სამომავლო გეგმები წარადგინა. ის ამბობს რომ სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულნი არიან უცხოელი და ქართველი ექსპერტები და ის დისკომფორტი რაც დღეს ქალაქში გადაადგილების კუთხით არსებობს, სწორედ ამ პოლიტიკით აღმოიფხვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები