2024 წლის 11 თვეში, თბილისში 2 მილიარდ 800 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.5%-იან ზრდას ნიშნავს. ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული. საინვესტიციო ბანკის მონაცემებითვე, შერჩეული დეველოპერების პროექტებში 2024 წლის ნოემბერში გაყიდული ბინების რაოდენობა თვიურად 12.3%-ით გაიზარდა თბილისში, ხოლო წლიურად უცვლელი დარჩა - 11 თვეში 17 900 ბინა გაიყიდა. რაც შეეხება მეორად ბაზარს, ჯამურად, 2024 წლის 11 თვეში თბილისში მეორად ბაზარზე სულ 18,405 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.9%-იან კლებას ნიშნავს.
ფასებს თუ შევხედავთ წლიურ ჭრილში ვნახავთ, რომ ზრდა პირველად ბაზარზე 5.3% იყო. მეორადი ბაზრის ახალი პროექტების ფასი 7.9%-ით გაიზარდა, ხოლო მეორადი ბაზრის ძველი პროექტების 1.6%-ით.
უახლოეს დღეებში ორგანზიაცია წლიურ მონაცემებს გამოაქვეყნებს, მოლოდინია, რომ დეკემბერში ტრანზაქციების მოცულობა 15-დან 20%-მდე შემცირდა. დაბალი ატივობა ნარჩუნდება იანვარშიც, თუმცა კომპანიებში ამბობენ, რომ ფასი არ დაიკლებს. შემცირებულ მოთოვნას კი შემცირებულ მიწოდებას დაუპირისპირებენ.
სტუმარი: ზუკა თავყელიშვილი - Galt & Taggart-ის ასოცირებული მკვლევარი;


































