მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საუკეთესო ღვინის ბარები Forbes-ის მიხედვით

5df73ed608d46
ნათია თაქთაქიშვილი
16.12.19 21:39
2089
ამერიკული Forbes-ი თბილისში საუკეთესო ღვინის ბარებს ასახელებს. გავლენიანი გამოცემა ღვინის ყველა მოყვარულს ურჩევს ეწვიოს საქართველოს, რათა დააგემოვნოს იშვიათი ღვინო, რომელსაც 8 000 წლიანი ისტორია აქვს. ჟურნალი ასევე აღნიშნავს, რომ ქართველები საოცრად ამაყობენ საკუთარი ღვინით და მისი მომზადების ტრადიციით, რომელიც უნიკალურია თავისი თიხის ჭურჭლის ჩათვლით.

ღვინის ყველა მოყვარულმა, ვინც კი თბილისში მოხვდება, ვიზიტი ღვინის ორი ბარით უნდა დაიწყოს, ესენია g.Vino და Vino Underground. როგორც გამოცემა აღნიშნავს, Vino Underground-ს განუმეორებლობას მისი მფლობელები სძენენ, რადგან ისინი მეღვინეები არიან და მუდამ სიახლის ძიებით შეპყრობილნი ახალი აღმოჩენებით ანებივრებენ სტუმრებს. Forbes-ი ასევე აღნიშნავს, რომ ღვინის ბარი G.Vino-ც ფავორიტთა რიგებშია, სადაც ღვინოსთან ერთად უგემრიელესი კერძების დააგემოვნების შესაძლებლობა აქვს ვიზიტორს. 

გამოცემა ახალ აღმოჩენაზეც წერს, ეს გახლავთ ღვინის ბარი "სულიკო", რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანშია განთავსებული. ბარი ძველი ბინის პირველ სართულზე ვერის უბანში მდებარეობს, ბარს აქვს პატარა ეზოც. იგი მომხმარებელს სთავაზობს გემრიელ კერძებს და ნატურალურ ღვინოს.

თბილისის საუკეთესო ღვინის ბარების ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ შემდეგი კაფე-ბარები: Vineria, Mosmiery Wines&Tapas, Chacha Corner, Tsangala's Wine Shop&Bar, Dadi Bar, 8000 Vintages და Wine Factory N1.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები