მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თბილისის შემოგარენში მიწაზეც და სახლებზე მოთხოვნაც და ფასებიც გაზრდილია" - ასოციაცია

64398bb193de7
ლიკა გურაბანიძე
16.04.23 18:00
4577
უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი ვაჟა მებაღიშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქალაქთან ახლოს, მშვიდ და სუფთა გარემოში ცხოვრების ტენდენცია, რომელიც პანდემიამდე დაიწყო და ბოლო ორ წელში საგრძნობლად გააქტიურდა, არ შეცვლილა. შესაბამისად, დედაქალაქში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობების ფონზე, თბილისის შემოგარენში სახლებსა და მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა მატულობს.

“ბოლო წლების ტენდენციით, თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთებზე, ასევე სახლებზე მოთხოვნაც და ფასებიც გაზრდილია. ვნახეთ, რომ ფასის ზრდა 50%-100%-ითაც კი მოხდა. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას სუფთა ჰაერზე ყოფნა სურს, მიზეზებს შორისაა პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომიც. ზაფხულის პერიოდში თბილისის შემოგარენში სახლებზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება", - აღნიშნა მებაღიშვილმა.

უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში თბილისთან ახლოს საცხოვრებლად ყველაზე პოპულარული არის წყნეთი, წავკისი, კოჯორი, სოფელი დიღომი, საგურამო და ზოგადად თბილისის შემოგარენი.

ცნობისთვის, უძრავი ქონების პორტალ SS.GE-ს ინფორმაციით, 2023 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს მასშტაბით კერძო სახლებისა და მიწის ნაკვეთების შეძენაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიწის ნაკვეთებზე საშუალოდ ზრდა არის 66%, ხოლო კერძო სახლებზე 70%. ss.ge-ს ინფორმაციითვე, მიმდინარე წლის 3 თვეში საიტზე კერძო სახლის შეძენით საშუალოდ 1 მილიონ ადამიანამდე ინტერესდებოდა, ხოლო მიწის ნაკვეთით 550 000.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები