მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის შემოვლით გზაზე გადაყრილ საბურავებს Tegeta Green Planet გაიტანს

642eee4cc3359
BM.GE
06.04.23 20:34
727
"თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია Tegeta Green Planet-ი მზად არის დედაქალაქის შემოვლით გზაზე გადაყრილი საბურავები გადამამუშავებელ საწარმოს ჩააბაროს.

თბილისის შემოვლით გზაზე არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა ფოტოგრაფმა ბილი ბილიხოძემ გაავრცელა, რამაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ნარჩენების გატანის შესახებ ,,თეგეტა ჰოლდინგი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რომლისთვისაც გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, მზად ვართ დაბინძურებული ტერიტორიის მოწესრიგების ვალდებულება ავიღოთ. ჰოლდინგის შვილობილი ორგანიზაცია Tegeta Green Planet საავტომობილო ნარჩენებს გაიტანს და გადასამუშავებლად პარტნიორ საწარმოებს ჩააბარებს. საწარმოებში საბურავების გადამუშავება ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოხდება.

თბილისის შემოვლით გზაზე გადაყრილი საბურავების მოცულობის გათვალისწინებით, ტერიტორიის მოწესრიგებას დაახლოებით ათი დღე დასჭირდება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ადგილზე, ამ დროისათვის, ათასობით საბურავია გადაყრილი“ - ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

Tegeta Green Planet: ,,თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია 2022 წლიდან ფუნქციონირებს. "თეგეტას" ცნობით, ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა და ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას/რეციკლირებას, პროდუქტის უტილიაზაციას და მის სასიცოცხლო ციკლის ბოლომდე მიყვანას ახორციელებს. უსარგებლო ნარჩენების რეციკლირების იმ ობიექტებს გადაეცემა, რომელთაც შესაბამისი საქმიანობის ნებართვა აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები