მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ტექნოლოგიურ პარკში Starlink-ის პირველი სატელიტური თეფში და როუტერი განთავსდა

techpark
BM. GE
02.11.23 15:21
51

Starlink-ის ინტერნეტი საქართველოში ხელმისაწვდომია. კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პარკი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, სადაც Starlink-ის სატელიტური თეფში და როუტერი განთავსდა. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, Starlink-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას წინ უძღოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობის აქტიური კომუნიკაცია კომპანია SpaceX-სთან, რომელსაც Starlink-ის პროექტი ეკუთვნის. აღნიშნული შეხვედრების შედეგად, საქართველო განხილულ იქნა რეგიონში ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად, სადაც SpaceX - ი მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწვდიდა. აღსანიშნავია, რომ SpaceX - მა საქართველოს ტექნოპარკები პარტნიორების პროგრამაში ჩასვა, რაც უზრუნველყოფს ტესტირების პროცესში მონაწილეობის მიღებას. საქართველოს ყველა ტექნოლოგიური პარკი უახლოეს მომავალში სტარლინკის ინტერნეტით სრულად ისარგებლებს.

"ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ინტერნეტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საჯარო სერვისების გაუმჯობესებას, განათლების დონის ამაღლებას, ინტერნეტის მიწოდებას იმ სკოლებში, სადაც დღეს არ არის, უსაფრთხოების დონის გაზრდას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას, მათ შორის იმისთვის, რომ შეიქმნას საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით ახალი პროდუქტები. ამასთან, თანამგზავრული ინტერნეტი ხელს შეუწყობს ციფრული ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას", - განმარტავენ სააგენტოში.ნ

ილონ მასკის დაარსებული კომპანიის, SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილში, მათ შორის მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში.

აღსანიშნავია, რომ SpaceX-ის მიერ საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლას და საქმიანობის დაწყებას წინ უძღოდა აშშ - ში, ლოს-ანჯელესში, SpaceX-ის საწარმოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც პირველად გამოითქვა ინტერესი საქართველოსა და SpaceX-ის თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნულს მოჰყვა SpaceX-ის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი საქართველოში. სწორედ აღნიშნული ვიზიტისას გამართული შეხვედრებისას SpaceX - ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა გადაწყდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები