მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის თიზი - უცხოური კომპანიების მოსაზიდად სტიმულირების პაკეტები უნდა შემუშავდეს

5e957d8801f42
ვიქტორია მღებრიშვილი
15.04.20 10:15
977
საქართველოს უცხოური კომპანიებისთვის ალტერნატიული პლატფორმის შეთავაზების რესურსი ბუნებრივია აქვს, - ამის შესახებ BM.GE-ს თბილისის თავისუფალი იდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ განუცხადა.

გიორგი ტაბიძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ რთული სამუშაო იქნება შესასრულებელი, რადგან კომპანიების მოზიდვით სხვა ქვეყნებიც იქნებიან დაინტერესებულები.

„ძალიან დიდი მუშაობა იქნება საჭირო მაგ მიმართულებით, იმიტომ, რომ ჩინეთის ბაზრიდან გამოსული კომპანიებისთვის საქართველომდე ძალიან ბევრი ქვეყანაა და ყველა სთავაზობს გარკვეულ პირობებს. აჟიოტაჟი იყო ამტყდარი, რომ იაპონიიდან კომპანიები გამოდიან და ჩვენ უნდა შევთავაზოთო. იაპონიას თავისი წარმოების ძალიან დიდი ნაწილი აქვს იქვე განთავსებული - ტაილანდში, კამბოჯაში... და საქართველოთი დაინტერესება იაპონური კომპანიების მხრიდან გაზვიადებული მგონია.

ძალიან რთული სამუშაო იქნება, მაგრამ გაკეთებადია. ძალიან მცირე ნაწილი, რომ წამოვიყვანოთ ესეც კარგი იქნება. ყველაფერი, რომ დასრულდება ძალიან დიდი კონკურენცია იქნება, იმიტომ, რომ როგორც ჩვენ გვჭირდება საწარმოები, ისე სჭირდება ძალიან ბევრ ქვეყანას“, - ამბობს გიორგი ტაბიძე.

კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უცხოური კომპანიებისთვის საქართველო განხილულ იყოს როგორც ბიზენსის წარმოებისთვის საინტერესო ალტერნატიული პლატფორმა, თბილისის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი პასუხობს, რომ მნიშვნელოვანია 2 მიმართულებით მუშაობა.

„პირველ რიგში უნდა შემუშავდეს სტიმულირების პაკეტები, რომ ასეთ კომპანიების გაუმარტივოს და საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მიმზიდველი გახადოს და მეორე, მარკეტინგის მიმართულებით იქნება ძალიან დიდი სამუშაო, მაგრამ არის ძალიან ბევრი ფაქტორი, იმიტომ რომ როდის დამთავრდება ვირუსი არავინ იცის. შესაბამისად პროგნოზების გაკეთებაც რთულია. დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ამ ქვეყნებიდან გამოთავისუფლებული ბიზნესების ჩვენი ულუფა წამოვიყვანოთ ჩვენთან“, - ამბობს იგი.

გიორგი ტაბიძე მიიჩნევს, რომ ამ პროცესში ჯერჯერობით გადაუჭრელ გამოწვევად პროფესიონალი მუშახელის დეფიციტი რჩება.

„პროფესიული მუშახელის დეფიციტი ამის ერთ-ერთ გამოწვევად ისახება, რადგან ეს პრობლემა წლებია უკვე რაც არსებობს. ეს არ არის ერთ დღიანი პროცესი - პროფესიული სასწავლებლების გააქტიურება არის მთლიანი პროცესი და დასაწყებია სისტემის მოდერნიზაცია, რომ ამ კუთხით მოხდეს კადრების მომზადება“, - განმარტავს გიორგი ტაბიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები