მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი  მუშაობას ხვალ განაახლებს

იუსტიცია
BM. GE
02.08.23 21:31
346

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი მუშაობას 3 აგვისტოს, 9:00 საათიდან განაახლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სახლი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით შეუფერხებლად მიმდინარეობს მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან. მობილური იუსტიციის სახლები მომხმარებლებს ამ რეჟიმში 21:00 საათამდე მოემსახურება.

„მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ზომა იქნა მიღებული, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათი.

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან განაახლებს მუშაობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თბილისის იუსტიციის სახლში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზეც მოქალაქეების ევაკუაცია გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები