მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის ბოლოს 131 იუსტიციის სახლი გვექნება - რატი ბრეგაძე

იუსტიცია

ზესტაფონში იუსტიციის სახლის 118-ე ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას უკვე ემსახურება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში ისაუბრა.

„იუსტიციის სამინისტრო, როგორც მოგეხსენებათ, მუშაობს მრავალი მიმართულებით და წარმოგიდგენთ თითოეულს ამ მიმართულებებიდან. პირველი ეს არის სერვისების განვითარება და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ იუსტიციის სახლი იყოს ყველა მუნიციპალიტეტში. ამ მიზნით ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გავხსენით 118-ე იუსტიციის სახლი ზესტაფონში, რომელიც შეესაბამება ყველა სტანდარტს და რა თქმა უნდა, გაუწევს მომსახურებას ჩვენს მოსახლეობას“, - აცხადებს რატი ბრეგაძე.

მისივე თქმით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დაგეგმილია იუსტიციის სახლების მშენებლობა, რომლებიც 2024 წელს დასრულდება.

"დავიწყეთ მშენებლობა ხაშურის, სამტრედიის, თერჯოლის და ახმეტის იუსტიციის სახლები და მოსახლეობა ამ მუნიციპალიტეტებშიც მიიღებს იმ მომსახურებას, რომელსაც მიჩვეულია იუსტიციის სახლებში. ეს იუსტიციის სახლები გაიხსნება 2024 წელს. უახლოეს მომავალში დაიწყება იუსტიციის სახლის მშენებლობა მცხეთის, საგარეჯოს, ხელვაჩაურის, ცაიშის, ზოტის, ტოლების, შროშის და გლდანის, საჩხერის და ასევე, ბათუმის მეორე ფილიალის იუსტიციის სახლები.

შევახსენებ საზოგადოებას, რომ 2012 წელს ჩვენ გვქონდა სულ 12 იუსტიციის სახლი და 2024 წლის ბოლოს ჩვენ გვექნება 131 იუსტიციის სახლი“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები