იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, რატი ბრეგაძის განცხადებით, წლის ბოლოსთვის საქართველოს მასშტაბით 130 იუსტიციის სახლი იქნება. განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2024 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას, რომელიც ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში მიმდინარეობს.
„ფართოვდება იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი და დასრულდება იუსტიციის სახლების მშენებლობა თბილისში, ხაშურში, შროშაში, თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურსა და ცაისში. ასევე ზოდში, ტოლებსა და ჭალაში. შედეგად, ჩვენ გვექნება უკვე 130 იუსტიციის სახლი მთელ ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს სოფლებს სრულად დაფარავს 20 ერთეული იუსტიციის სახლი.
მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში სამთავრობო პროგრამას წარადგენენ.
იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრები დღეს 10 საათიდან პარლამენტში სამთავრობო პროგრამას წარადგენენ. ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტში ერთადერთი ცვლილებაა. ჯუანშერ ბურჭულაძე ჯერ კიდევ პარლამენტარმა ირაკლი ჩიქოვანმა ჩაანაცვლა.