მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის უბნები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თელასი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 8 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ელექტრომომარაგება შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III კვარტლების (ნაწილობრივ), რომელაშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის, წმინდა ნინოს, მარატ ნოზაძის, ლეო კერესელიძის, ალეკო გობრონიძის და დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.