მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა

სმარტი
01.07.26 12:22
374

თბილისის ზღვასთან, ივერთუბანში, თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურს, „სმარტის“ მარკეტს, Wendy’s®, Dunkin’®-ისა და Subway®-ის ამერიკულ რესტორნებს და „ამბოლის“ ავტომომსახურების ცენტრს.
ახალი კომპლექსი მომხმარებლებს მგზავრობისა და დასვენებისთვის საჭირო ყველა ძირითად სერვისს ერთ ლოკაციაზე სთავაზობს და თანამედროვე ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
„თანამედროვე საგზაო და მომსახურების ინფრასტრუქტურის განვითარება მხოლოდ ახალი ობიექტების მშენებლობას არ ნიშნავს. ჩვენი მიზანია ისეთი მრავალფუნქციური სივრცეების შექმნა, სადაც მომხმარებელი ერთ ადგილზე მიიღებს მგზავრობისთვის საჭირო ყველა სერვისს, ხოლო თანამედროვე ციფრული პლატფორმები მომსახურებას კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდის. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ბიზნეს ჯგუფის წევრი კომპანიის – MP Development-ის მიერ განვითარებულ ახალ კომპლექსში წარმოდგენილია ჩვენი ეკოსისტემის თითქმის ყველა წამყვანი ბრენდი, რაც მომხმარებლებს სრულიად ახალ და უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს.
უკვე მრავალი წელია „ვისოლი“, „სმარტი“, Wendy’s®, Dunkin’® და Subway® ქვეყნის მასშტაბით ავითარებენ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე სამომხმარებლო კულტურას ამკვიდრებს. სწორედ ასეთი პროექტები ქმნის თანამედროვე საქართველოს, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები ერთობლივად ემსახურებიან ეკონომიკის განვითარებასა და ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,“ – აცხადებს სოსო ფხაკაძე, „ინვია“-ს პრეზიდენტი.
„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე, „სმარტის“ მარკეტში, Wendy’s®, Dunkin’®-ისა და Subway®-ის ამერიკულ რესტორნებსა და „ამბოლში“ ჯამურად 60-მდე ადამიანი დასაქმდა. მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის განვითარებისთვის ჯგუფის საერთო ინვესტიციამ 10 მილიონი ლარი შეადგინა.
„ვისოლი“
„ვისოლი“ უკვე 26 წელია საქართველოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ინფრასტრუქტურის შექმნაზე ზრუნავს. კომპანია ფლობს ქვეყნის ყველაზე ფართო ავტოგასამართი სადგურების ქსელს და „ვისოლისა“ და ახალი ბიუჯეტური ბრენდის – „ვიგოს“ სახელით 150-მდე ობიექტს უწევს ოპერირებას. „ვისოლი“ მომხმარებლებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის საწვავს, ელექტრომობილების დამტენ სადგურებს, მრავალფეროვან დამატებით მომსახურებასა და თანამედროვე ციფრულ სერვისებს, რითაც ქვეყნის მასშტაბით კომფორტულ და ინოვაციურ ეკოსისტემას ქმნის.

„სმარტი“
ახალ კომპლექსში „სმარტის“ სუპერმარკეტების ქსელის 52-ე ობიექტი გაიხსნა. „სმარტი“ მომხმარებლებს ექსკლუზიურად იმპორტირებულ პროდუქტებს, ასევე ცნობილი შეფმზარეულის, ავთანდილ ცეცხლაძის რეცეპტებით მომზადებულ მაღალი ხარისხის საცხობ პროდუქციას სთავაზობს. იტალიური ყავა Trucillo, გზისთვის საჭირო მრავალფეროვანი ასორტიმენტი და სწრაფი მომსახურება „სმარტს“ „კეთილი მგზავრობის“ განუყოფელ ნაწილად აქცევს. 2026 წლის ბოლომდე კომპანია საქართველოში 60-ზე მეტი მარკეტით იქნება წარმოდგენილი. „სმარტი“ ჩართულია „ვისოლის“ ერთიან ლოიალობის პროგრამაში, რომლის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა, ქულების დაგროვება და დამატებითი ბენეფიტების მიღება.

Wendy’s®
ივერთუბანში გახსნილი Wendy’s® საქართველოში ქსელის 22-ე რესტორანია. დღეს ქართული Wendy’s® საერთაშორისო ქსელში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფრანჩაიზად მიიჩნევა ქსელის გაფართოებისა და გაყიდვების ზრდის ტემპით. ბრენდი მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს ახალ პროდუქტებსა და სეზონურ L.T.O. შეთავაზებებს, მათ შორის ახალ, მომხმარებლებში უკვე ძალიან პოპულარულ Doritos Burger-ს, Bubble Waffle-ის დესერტებსა და კლასიკურ ბესტსელერ ბურგერებს, რაც Wendy’s®-ს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შეხვედრის ადგილად აქცევს.

Dunkin’®
Dunkin’® საქართველოში აქტიურად განაგრძობს ექსპანსიას. უმაღლესი ხარისხის ყავის პროდუქტებთან, მრავალფეროვან სენდვიჩებს, გამაგრილებელ სასმელებსა და ყოველდღიურად ახალ დონატებთან ერთად, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ყავისა და სხვადასხვა ტიპის სასმელების კატეგორიის განვითარებას უთმობს, მათ შორის „რეფრეშერების“ ხაზს, რაც მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. დღეს Dunkin’® საქართველოში 80-ზე მეტ რესტორანს აერთიანებს. ქსელის ყველა ობიექტი ყოველდღიურად მარაგდება თბილისში მდებარე მაღალტექნოლოგიური საწარმოდან, სადაც 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტი გერმანული, ფრანგული და იტალიური ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება.

Subway®
Subway® საქართველოში უკვე 28 რესტორანს აერთიანებს და იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც მსუბუქ, სწრაფ და მაღალი ხარისხის კვებას ანიჭებს უპირატესობას. ბრენდის მთავარი კონცეფცია სტუმარს საშუალებას აძლევს თავად შექმნას საკუთარი სენდვიჩი – შეარჩიოს პური, ბოსტნეული, ინგრედიენტები და სოუსები, რის შედეგადაც მიიღოს სრულად საკუთარ გემოვნებაზე მორგებული პროდუქტი. სწორედ ინდივიდუალური არჩევანის თავისუფლება, სიახლე და ხარისხი აქცევს Subway®-ს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სწრაფი კვების ბრენდად.

„ამბოლი“
„ამბოლი” 2004 წელს დაარსდა და უკვე 22 წელია საქართველოს საავტომობილო ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. კომპანია მომხმარებლებს ავტოპროდუქტების ფართო არჩევანსა და თანმდევ სწრაფ სერვისებს სთავაზობს. “ამბოლი” საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი და 23 ფილიალს აერთიანებს, რაც მომხმარებლებს ხარისხიანი, სწრაფი და სანდო მომსახურების მიღების შესაძლებლობას ქვეყნის მასშტაბით აძლევს. ავტოსერვისებში ხელმისაწვდომია საავტომობილო სერვისების ფართო სპექტრი, ხოლო კომპანიის წამყვანი პროდუქტებია: საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, სამუხრუჭე ხუნდები და აკუმულატორები.
ამასთან, ამბოლი საქართველოში არაერთი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანიის პორტფელში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Goodyear, Dunlop, Duracell, Eni, Textar და სხვა.

“MP Development”
“MP Development” კომერციული უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც აქვს 14 წლიანი წარმატების ისტორია უძრავი ქონების მართვისა და განვითარების მიმართულებით. კომპანია ამ ეტაპზე მთელი საქართველოს მასშტაბით 19 კომერციულ ობიექტს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები