მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ზღვაზე, ზოოპარკის ტერიტორიაზე ხანძარია

ხანძარი

თბილისის ზღვაზე, ზოოპარკის ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც bm.ge-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი უკიდია ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებულ ბალახს და ხეებს.

მისი ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურის ცნობით, ცხოველები საფრთხის ქვეშ არ არიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობს და კიდევ ემატება. მათი ცნობით, ცეცხლი უკიდია ბალახებს და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები