მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ზღვის მიწათმესაკუთრეებს მერია ადგილმონაცვლეობას სთავაზობს

5f3ce35e3c895
ვიქტორია მღებრიშვილი
19.08.20 13:11
3451
თბილისის ზღვაზე იმ მიწათმესაკუთრეებს, რომლებიც სანიტარული ზონების შესახებ მიღებული ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, მიწების გამოყენებას ვერ ახერხებენ თბილისის მერია ადგილომონაცვლებას სთავაზობს.

ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მერიამ გარკვეულ ადგილებზე ზონირება მოხსნა, თუმცა დარჩა ადგილები სადაც სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით ზონირება ვერ მოიხსნება და იქ სამშენებლო და სხვა ბიზნესაქტივობები აკრძალულია.

„დაახლოებით წელიწადნახევრის წინ როდესაც თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა დამტკიცდა, მუნიციპალიტეტმა თბილისის ზღვის, შეზღუდული ზონა დაადო. დიდი არეალი განისაზღვრა და შეიზღუდა იქ გარკვეული მშენებლობების განხორციელება, იმ მიზნით რომ თბილისის ზღვა გამოიყენება როგორც სასმელი წყალი, ოპერირებს კერძო კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“, შესაბამისად ჩვენ დავიწყეთ კვლევების ჩატარება და დამტკიცდა სანიტარული დაცვის ზონები. ამის შემდეგ გარკვეული რეგულაციები განისაზღვრა, რომელიც საკრებულობს მიერ უკვე დამტკიცებულია. ამის საფუძველზე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს კონკრეტული ზონები, სადაც მოქმედებს კონრეტული რეგულაციები და შესაბამისად უნდა მოხდეს არსებული ტერიტორიების განვითარება.

ამ რეგულაციების დამტკიცების შემდეგ ძალიან დიდ არეალს ეს შეზღუდვები მოეხსნა, თუმცა ჯერ კიდევ არის დარჩენილი კერძო საკუთრებაში არსებული შეზღუდული ზონები, სადაც ადამიანებს ამ რეგულაციების გარეშე ვერ მიეცემა განვითარების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მიწათმფლობელებს თბილისის ზღვის მიმდებარედ ამ ზონების ადგილმონაცვლეობა შესთავაზა, იმისთვის რომ მათ არ შეექმნათ მიწათსარგებლობის პრობლმები.

„გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, ვისაც აქვს ეს პრობლემა - საკუთრებაში არსებულ მიწებზე გაუუარესდა ზონირება და ისინი ვერ ახორციელებენ ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთების გამოყენებას სხვადასხვა მიზნებისთვის, შეიძლება კერძო სახლის აშენება უნდოდა ვიღაცას, შეიძლება სხვა ობიექტის განთავსება უნდოდა, აუცილებლად უნდა მოგვმართოთ მუნიციპალიტეტს - დექალაქის მერიას და თქვენ არ დაკარგავთ არც ერთ თეთრს თქვენი საკუთრებისა. მოხდება კონკრეტულად იმ მიწის ნაკვეთების ადგილმონაცვლეობა, რომელიც დღესაც ყვება შეზღუდულ არეალებში. მოხდება მათი კერძო საკუთრების შეფასება და იგივე ფასში მოხდება ადგილმონაცვლეობა თბილსის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები