მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ შემოტანის მცდელობები აღკვეთეს

ფული დოლარი
BM. GE
18.08.23 17:59
23

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროსშემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 10 785 ევრო, 169 300 აშშ დოლარი და 3 320 შეკელი გამოავლინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 478 117,52 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169- მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში 47 811,752 ლარით დაჯარიმდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები