მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისობა" 5-6 ოქტომბერს გაიმართება - ღონისძიებებზე ₾3.5 მლნ დაიხარჯება

თბილისობა მერია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ღონისძიებები ორ ლოკაციაზე - რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.

„ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის დღეებს. წელსაც, 5-6 ოქტომბერს გაიმართება „თბილისობა“. ღონისძიებები რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება. ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სულ მალე მივაწვდით საზოგადოებას. იქამდე კი მოინიშნეთ 5 და 6 ოქტომბერი და ერთად აღვნიშნოთ თბილისობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერია წელს თბილისობის ღონისძიებებზე 3.5 მლნ ლარს დახარჯავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები