გარემოს დაცვის სამინისტრო თბილისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმაზე მუშაობს. ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ სამინისტროს იმ პოტენციური აქტივობების შესახებ მიაწოდა რეკომენდაციები, რამაც დედაქალაქში ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლები უნდა გააუმჯობესოს. მდინარე მტკვარზე სანაოსნო მიმართულების განვითარება, თვის კენტი და ლუწი დღეების შესაბამისად ავტომობილების გადაადგილების განსაზღვრა მათი სანომრე ნიშნის ბოლო ციფრის მიხედვით, ასევე საწვავის, ხუნდებისა და საავტომობილო ზეთების ხარისხის მონიტორინგი - ეს მხოლოდ ნაწილია იმ საკმაოდ ვრცელი რეკომენდაციების ნუსხიდან, რომელზეც ორგანიზაციამ იმუშავა.
ქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ასევე მიაჩნიათ, რომ ელიავას, ფეიქრებისა და ისნის ბაზრობის გადატანა უნდა მოხდეს თბილისი შემოვლითი გზის ზედა მხარეს, ამასთან უნდა აიკრძალოს ქალაქში საავტომობილო ნაწილებით ვაჭრობა, აღნიშნულ ლოკაციებზე კი რეკრეაციული სივრცეები უნდა შეიქმნას. რას შეცვლის თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შექმნა და რა კონკრეტული ღონისძიებების გატარებაა ქალაქში საჭირო ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად?
სტუმარი: გიორგი ჯაფარიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი;