მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, 2018-21 წლებში პარკირების წესის დარღვევის გამო 2 მლნ-მდე ჯარიმა დაიწერა

624dad9c16335
ანუკა ჯოხაძე
06.04.22 20:20
1883
2018 წლის 10 აპრილიდან 2021 წლის ჩათვლით კომპანია “თბილისი პარკინგმა” პარკირების წესების დარღვევის გამო, 1 932 896 ჯარიმა გამოწერა.

ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავალზე კითხვის საპასუხოდ სატრანსპორტო კომპანიიდან BM.GE-ის აცნობეს, რომ ჯარიმებიდან კომპანია შემოსავლებს არ იღებს და აღნიშნული თანხები სახელმწიფო ხაზინაში მიემართება. რა რაოდენობის თანხა შევიდა ამ მიმართულებით ბიუჯეტში, კომპანია ინფორმაცია არ გვაწვდის.

ამასთან, თბილისის მერიის ცნობით, ქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2022 წლის 24 იანვრის მდგომარეობით, სულ გამოყოფილია 29 195 პარკირების ადგილი, ეს რაოდენობა კი 2018 წლის 10 აპრილის მდგომარეობით 32 257 ერთეული იყო.

როგორც თბილისის მერიისგან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, ქალაქში მას შემდეგ რაც კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკრულება გაწყდა, საპარკინგე ადგილების რაოდენობა 3082 ერთეულით არის შემცირებული.

თბილისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასურის (როგორც დროის მონაკვეთის მიხედვით, ასევე ზონის მიხედვით) გადახდიდან მიღებული შემოსავალი 2018 წლის 10 აპრილიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეადგენს 19 244 891 ლარს.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ კომპანია "სითი პარკთან" ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილს გაწყვიტა, მას შემდეგ კი დედაქალაქში პარკირების საკითხებს კომპანია "თბილისი პარკინგი" კურირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები